დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსი პეტრიაშვილი - პროკურატურაში რეფორმების გატარება საჩქაროა
ავტორი:
2014/დეკემბერი/10 18:00:03
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და პროკურატურაში რეფორმების გატარება საჩქაროა.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა დადებითი ინიციატივაა.
"თავისუფალი დემოკრატები", ჯერ კიდევ არ არსებობდა კოალიცია "ქართული ოცნება", როდესაც ჩვენს პროგრამაში იყო ძალოვანი სტრუქტურის გაყოფა. ეს იდეა, კონცეფცია მომზადებული გვქონდა პრინციპების დონეზეც და დეტალურად დამუშავებულიც. ჩვენ ამით ექსკლუზივს არ ვიჩემებთ ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან. მოხარული ვარ და მივესალმები, რომ დღეს უკვე რეალურად დაიწყო საუბარი შსს-ს გაყოფაზე. ეს სწორი ნაბიჯია. შეიძლება ცოტა დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა მთავარია გათვალისწინებული იყოს სამოქალაქო კონტროლის უმაღლესი ხარისხი ორივე უწყებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს კოსმეტიკური ცვლილება და რეალურად განხორციელდეს ფუნქციების გაყოფა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ასეთივე პრინციპული მნიშვნელობა აქვს პროკურატურის რეფორმირებას.
"სასწრაფო და საჩქაროა პროკურატურის რეფორმირება. ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თუკი ხელისუფლება ამ ინიციატივით გამოვა უმოკლეს პერიოდში, მოვახერხებთ, რომ პროკურატურის დეპოლიტიზაცია მოხდეს და უსაფრთხოების სამსახური ერთხელ და სამუდამოდ დეპოლიტიზირებული გახდეს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია