დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მონაცემებს დადებითაც აფასებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/09 21:00:02
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მონაცემებს დადებითაც აფასებს. მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი დადებითი ტენდენცია აღინიშნება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
"დღეს ჩვენ გვქონდა საუბარი საერთაშორისო ექსპერტებთან, სადაც ინვესტიციების ხელმშემწყობ კანონმდებლობაზე ვისაუბრეთ, იმისათვის, რომ საქართველოში ჩვენ შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო კანონმდებლობა. წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 9 თვის მონაცემებით 29 %-ით არის გაზრდილი. მესამე კვარტლის მონაცემები, შარშანდელ მესამე კვარტალთან შედარებით გაორმაგებულია. ძირითადი ინვესტიციები მოდის სამშენებლო სექტორზე, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორზე. პირველ სამეულში შედიან ჩინეთი, აზერბაიჯანი და ნიდერლანდები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია