დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ევროკომისია "სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის საკითხს დღეს განიხილავს
ავტორი:
2014/დეკემბერი/09 09:00:03
ევროკომისია "სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის საკითხს  დღევანდელ  სხდომაზე განიხილავს. სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ  ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის პრესსამსახურში განაცხადეს.
"პროექტი "სამხრეთ ნაკადი" რეგულარულად განიხილება ევროკავშირის წევრი სახლმწიფოებისა და ევროკომისიის მიერ. ევროკომისიამ არაერთი შეხვედრის ინიცირება მოახდინა, რათა მოძებნოს ყველაზე მისაღები და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი გადაწყვეტილება "სამხრეთ ნაკადის" პროექტთან დაკავშირებით. შემდეგი შეხვედრა 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი და ის გაიმართება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა პროექტის შეჩერების შესახებ განაცხადა", - აცხადებენ ევროკომისიაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "სამხრეთ ნაკადის" გაზსსადენის პროექტის შეჩერების შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად ბულგარეთის ჩამოუყალიბებელი პოზიცია დაასახელა.
"ჩვენ არ შეგვიძლია ჩავდოთ ასობით მილიონი დოლარი პროექტში, გავიაროთ მტელი შავი ზღვა და ბულგარეთთან გავჩერდეთ", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ პროექტის რეალიზება ვერ მოხდება. მისი თქმით, ბულგარეთის ხელისუფლება მანამდე ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობისათვის.
"თუ ბულგარეთს არ შეუძლია, მოიქცეს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ევროკომისიას მოსთხოვონ თანხა ვერ მიღებული სარგებლის გამო, ვინაიდან მხოლოდ ტრანზიტისთვის ბულგარეთს 400 მილიონი ევრო უნდა მიეღო", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, თუ ევროკავშირს არ სჭირდება "სამხრეთ ნაკადი", ის არ აშენდება და საკუთარ რესურს რუსეთი სხვა ქვეყნებზე გადაანაწილებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია