დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა
ავტორი:
2014/დეკემბერი/08 22:30:03
პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. პრეზიდენტის განცხარგულებით საკონკურსო კომისიაც შეიქმნა.
ღია კონკურსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია (კომისიის თავმჯდომარე), პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე, საპარლამენტო მდივნის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თამარ ბენაშვილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კახა კოჟორიძე, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ხათუნა ლაგაზიძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა 2014 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა მოხდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია