დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ბერუჩაშვილი შტაინმაიერის ვიზიტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი გერმანიის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებად აფასებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/08 20:30:03
დღეს, როდესაც საქართველო და მთლიანად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, გერმანელი კოლეგის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გერმანიის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები.
"განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. გერმანული ექსპერტიზა პრაქტიკულად გადამწყვეტი იქნება ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის, საქართველოს მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციისთვის", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, დინამიურად ვითარდება ურთიერთობები გერმანიასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ასევე საქართველოს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის წარმატებით რეალიზაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საქართველოს მონაწილეობაზე.
ბერუჩაშვილის განცხადებით, პარტნიოებისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მზაობა, მონაწილეობა მიიღოს IშAF_ის შემდგომ ოპერაციაში. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე და არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება, რაც ბერუჩაშვილის განცხადებით, ნათლად წარმოაჩენს რუსეთის მცდელობას გააგრძელოს ოკუპაცია. როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარის შეშფოთებას ზრდის ის, რომ მოსკოვი ანალოგიური, ე.წ. შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებულ ცხინვალთანაც აპირებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია