დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
GWP "თელასს" ბოდიშს უხდის
ავტორი:
2014/დეკემბერი/06 20:00:02
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", კომპანია "თელასს" გაუგებრობის გამო ბოდიშს უხდის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" განუცხადეს,
დღეს, გლდანი-თემქა-ნაძალადევის მოსახლეობისთვის წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებული სმს შეტყობინებების გაგზავნის დროს, ტექნიკური ხარვეზი მოხდა.
"აბონენტებს ღრმაღელის სათავო ნაგებობაზე მომხდარ დაზიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნათ არასწორი ინფორმაცია, რისთვის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" "თელასს" ბოდიშს უხდის და განმარტავს, რომ დაზიანება მართლაც მოხდა ნაგებობაზე. ავარიულად დაზიანდა სათავო ნაგებობის მკვებავი ძალოვანი ელექტროსადენი, რამაც გამოიწვია ღრმაღელის სათავო ნაგებობის მუშაობის შეფერხება", - აცხადებენ კომპანია.
ამასთან, "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში განმარტავენ, რომ წყალმომარაგების შეფერხებით მიწოდებასთან დაკავშირებთ კომპანიის ცხელი ხაზი აბონენტებს დაზიანების შესახებ სწორ ინფორმაციას აწვდიდა.
ამასთან, დღეს კომპანია "თელასში" განაცხადეს, რომ "წყალკანალის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ღრმაღელის სათავე ნაგებობისთვის ელქტროენერგიის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
"თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვალერი ფანცულაიას განცხადებით, დღეს გლდანი-თემქა-ნაძალადევის მოსახლეობას "წყალკანალმა" დაუგზავნა სმს შეტყობინება, რომ ღრმაღელის სათავე ნაგებობისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტი გამო, აბონენტებს წყალმომარაგება დროებით შეუწყდებოდათ.
"წყალკანალის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, ღრმაღელის სათავო ნაგებობას შეფერხება არ ჰქონია. ჩვენ დავუკავშრდით "წყალკანალს" და ვთხოვეთ შეესწორებინათ და განემარტათ მიზეზი, თუ რატომ არ აქვთ წყალი აბონენტებს", - განაცხადა ფანცულაიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია