დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - ლარი იმ დონემდე გაუფასურდა, რომელსაც ნეგატიური პროცესები მოჰყვება
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 23:30:02
ლარი იმ დონემდე გაუფასურდა, რომელსაც ნეგატიური პროცესები მოჰყვება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ექსპერტმა რომან გოცირიძემ "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, აქცენტი კეთდება მოსახლეობაში დოლარში აღებულ კრედიტებზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ დოლარიზაცია უზარმაზარია ქართულ ეკონომიკაში. "70% ანაბრების არის უცხოურ ვალუტაში, ფიზიკური პირების ანაბრები კიდევ უფრო მეტი-80% და სესხების 70% გაცემულია დოლარში. ამიტომ, ბიზნესსააც ძალიან გაუჭირდება", - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, როდესაც ასე სწრაფად ხდება ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ეს არის არასასიამოვნო ფაქტი. "აქ იყო საუბარი, თითქოს ეს საგარეო ზემოქმედებაა. ეს არასწორი თეზისია", - აღნიშნა გოცირიძემ.
მისივე თქმით, არასწორია მოსაზრება, თითქოს ეს პროცესი ბანკებს აწყობთ და ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ მათ ემუქრებათ, იმიტომ, რომ მათი მოზიდული რესურსი დოლარშია და დოლარში უნდა გაისტუმრონ თავიანთი ვალები მეანაბრების წინაშე. გოცირიძის განცხადებით, თუ გადახდისუუნარო გახდება მოსახლეობა და ბიზნესსაც არ ექნება შემოსავალი, დაფარონ ვალები, ბანკებიც რისკის ქვეშ დგებიან.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლარის ასეთი ვარდნა მოსალოდნელი იყო. "შარშანდელი სიგნალი ვერ მიიღო მთავრობამ და არ გაითვალისწინა. როდესაც ვამბობთ, ვინ არის პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა არ არის პასუხისმგებელი არც ფინანსთა მინისტრი, არც ეროვნული ბანკი და არც ეკონომიკური ბლოკი. პასუხისმგებელია მთელი მთავრობა", - განაცხადა რონამ გოცირიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია