დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ლორთქიფანიძე - მთავრობა ევროკავშირის სახელმწიფოების გამოცდილებას არ ითვალისწინებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 20:00:03
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე საბანკო სექტორისადმი პატრიარქის გუშინდელ მიმართვას გამოეხმაურა.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" და მისი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოუწოდებდა ხელისუფლებას, შეექმნა სპეციალური უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, რომელიც დაკავდებოდა ამ საკითხების მოგვარებით.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დეკლალირებული კურსი გვაქვს ევროატლანტიკური სივრცისკენ, ჩვენ არ ვითვალისწინებთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იმ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. დღეს მინდა შეგახსენოთ ესპანეთის მაგალითზე. ისევე როგორც საქართველოში, ესპანეთში იყო ძალიან სერიოზული კრიზისი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და პიკს მიაღწია 2011 წელს. იპოთეკით დაზარალებული ადამიანები თავს იკლავდნენ ვალების გამო. 2011 წელს ამაია ეგანი გახდა მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ესპანეთის მონარქს ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიეღო უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ეწოდება ესპანეთში მდგრადი ეკონომიკა. ეს გულისხმობს ეკონომიკის ისეთი სფეროების განვითარებას, როგორიცაა ფინანსები, ბიზნესი და გარემოს დაცვა. ეს სამი შემაკავშირებელი რგოლი ეკონომიკისა იქნა ქვაკუთხედი იმისა, რომ დაძლეული ყოფილიყო უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები", -განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, იგი, როგორც უფლებადამცველი, თავს ვალდებულად თვლის გამოეხმაუროს საქართველოს პატრიარქის თხოვნას და ამ თხოვნის ადრესატი საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებაც უნდა იყოს.
"პრემიერმინისტრმა მასთან არსებული სათათბირო ორგანოს მეშვეობით რასაც ეწოდება კრიზისების მართვის სამთავრობო სათათბირო ორგანო, დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად ამ საკითხის დარეგულირება", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
პატრიარქმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ თუნდაც ზამთრის მკაცრ სეზონზე გადაუვადონ იპოთეკით დაზარალებულ ადამიანებს სესხი და არ მოახდინონ მათი გამოსახლება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია