დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი სააკაშვილი და კიდევ მინიმუმ 10 კაცი ციხეში იჯდებოდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 15:00:11
"გაერთიანებული დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნაა გამოცხადებული, სასაცილოა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მანამ უნდა დაეპატიმრებინათ, სანამ საქართველოში იყო. ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
"მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, სააკაშვილი და მინიმუმ კიდევ 10 კაცი ციხეში ისხდებოდნენ. სააკაშვილზე შიდა ძებნა რომ არის გამოცხადებული, ეს სასაცილოა. ის ვანში და ბაღდადში რომ არ იმოძრავებს ეს ყველამ კარგად ვიცით. სააკაშვილი დაპატიმრებული უნდა ყოფილიყო მანამ, სანამ საქართველოს დატოვებდა. ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობდა და იმის გაკეთება, რომ სააკაშვილის ბებიის 12 წლის "ჰონდა" დააყადაღეს, წყალს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამას გააკეთებდნენ შესაბამისი ორგანოები. პირველ რიგში გარწმუნებთ, გამოძიებული იქნებოდა აგვისტოს ომი და არა სააკაშვილის ბებიის 12 წლის მანქანა" - განაცხადა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
მან ისაუბრა უკრაინის მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინამ ეს გზა აირჩია, იმიტომ, რომ არცერთ კონტინენტზე, უბრალოდ მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს.
"მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და პოლიტიკაშიც კარგა ხანია ვარ. მსგავსი პრეცენდენტი, არც ერთ კონტინენტზე, უბრალოდ არ მახსენდება. არც აფრიკაში, არც აზიაში, ევროპაში ხომ მითუმეტეს არ მახსენდება, ხელისუფლება აცხადებდეს, რომ 50 მილიონიანი ქვეყანა არის აბსოლუტურად გაუნათლებელი, უცოდინარი, კორუმპირებული და ა.შ და ნახევარი მინისტრთა კაბინეტი უცხოელებისგან დააკომპლექტონ. ეს წარმოუდგენელია. უკრაინულ მედიაში კითხვები იმასთან დაკავშირებით გაჩნდა, რა ენაზე გაიმართება თუნდაც მიმოწერა მინისტრებს შორის. მე ჩემი პოზიცია ვთქვი, ეს უკრაინელების გულისტკივილია. ვგულშემატკივრობ ამ ერს, უბრალოდ ვწუხვარ, რომ მათ არასწორი გზა აირჩიეს ამ და ძალიან ბევრი სხვა მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება ჩვენს თანამემამულეებს, თუ ახლა უკრაინაში თავს პოზიტიურად გამოიჩენენ, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ გამიხარდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია