დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბორის სილევიჩი - ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი საქართველოს პროგრესის მიმართ
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 13:30:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
"ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი საქართველოს პროგრესის მიმართ", - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, ბორის სილევიჩმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ შეთანხმება, რასაც PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა ძალიან სამწუხარო უწოდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი არის ევროპის საბჭოს განსახილველ მაგიდაზე.
ბორის სილევიჩსა და PACE-ს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბას ქლაინთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას და იმედოვნებს, რომ ეს კავშირები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ასევე აფასებს თანამომხსენებლების როლს და მიესალმება მსგავს მონიტორინგს, რომელიც სიტუაციის ობიექტურად შეფასების საშუალებას იძლევა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია