დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არაოფიციალური ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აღარ არის
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 23:30:02
არაოფიციალური ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილი პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აღარ არის. ვრცელდება ინფორმაცია ჯანყარაშვილის მიერ პარტიული თანამდებობის დატოვების შესახებ.
აღნიშნულის გადამოწმება "ინტერპრესნიუსმა" პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წარმომადგენლებთან, დეპუტატებთან დავით საგანელიძესთან და თამაზ ავდალიანთან სცადა.
ჯანყარაშვილის მიერ პარტიული თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს დავით საგანელიძე. მისი თქმით, ის ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
"პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ამას პარტიის თავმჯდომარე ან გენერალური მდივანი წყვეტს და მე მათგან მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილის უკრაინაში საქართველოს ელჩად დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ უკრაინაში ელჩად დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი დაინიშნოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით საგანელიძემ.
რაც შეეხება თამაზ ავდალიანს, მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ჯანყარაშვილის გათავისუფლებაზე ინფორმაცია არ აქვს და ინფორმაციის სისწორის შემთხვევაში მას ამის შესახებ ეცოდინებოდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია