დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ბერუჩაშვილი - რეგიონში მიმდინარე პროცესები ეუთოსთვის სერიოზული გამოწვევას წარმოადგენს
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 23:00:03
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე პროცესები ეუთოსთვის სერიოზული გამოწვევას წარმოადგენს.
როგორც მინისტრმა ეუთოს ყოველწლიური მინისტერიალის კომენტირებისას განაცხადა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა, ეუთოს ყოველწლიური მინისტერიალი არის უმნიშვნელოვანესი ფორუმი, რომელზეც ეუთოს წევრი 57 სახელმწიფო ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.
მინისტრის თქმით, რეგიონში დღევანდელი გამოწვევების ფონზე ეს შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და აისახება იმ სულისკვეთებაში, რასაც დღეს პლენარულ სესიაზე ისმენდნენ. ბერუჩაშვილის განცხადებით, თავის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად არსებულ სიტუაციაზე. კერძოდ, ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტში. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამინის უფლებების დარღვევის თემაზე.
"ასევე, საუბარი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციაზე და ყველა იმ ინსტრუმენტის უფრო აქტიურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჩვენს ხელთ არის. ასევე, აღვნიშნეთ, რომ ის პრინციპები, რომელსაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია, არის საფრთხეში და ამან უკვე რეგიონში სერიოზული ტენდენციის ხასიათი მიიღო. ის, რომ საქართველოში ორი რეგიონი ოკუპირებულია, ანექსირებულია ყირიმი და საბრძოლო მოქმედებებია უკრაინაში. ასევე, პრობლემები მოლდავაში და დნესტრისპირეთში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციამ ძალიან სერიოზულად უნდა იმუშაოს ამ თემაზე, მოახდინოს ყველა ინსტრუმენტის ამოქმედება. განსაკუთრებით გასააქტიურებელი იქნება თავმჯდომარის როლი მომავალი წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და ასევე ორგანიზაციისთვის", _ აღნიშნა ბერუჩაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია