დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თინა ხიდაშელი - ზუსტად მივხვდი, რაც იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა, მეც გამეცინა და სასიამოვნოა
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 19:00:02
ხუმრობა აღვიქვი, ზუსტად მივხვდი, რაც იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა, მეც გამეცინა და სასიამოვნოა, - ასე ეხმაურება "რესპუბლიკელთა" ერთ-ერთი ლიდერი , დეპუტატი თინა ხიდაშელი ფარული მოსმენების საკითხზე პრეზიდენტის და "რესპუბლიკელების" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე ივანიშვილის "ხუმრობას".
"ერთი რამ შემიძლია გითხრათ, საერთოდ, ხუმრობებზე კომენტარს არ აკეთებენ. ხუმრობა აღვიქვი, ზუსტად მივხვდი, რაც იგულისხმა, მეც გამეცინა და სასიამოვნოა. უფრო სასიამოვნო იყო აღნიშნულ თემაზე მისი განცხადების მეორე ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული რეფორმა არ დასრულებულა, რომ შესაბამისი კანონი დასახვეწია და მასზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის განცხადებაა, რომელმაც იცის ფასი პრობლემისაც და პრობლემის მოგვარებისაც. ბუნებრივია, მივესალმები ყველა ადამიანს, ვისაც მსგავსი დამოკიდებულება გააჩნია მნიშვნელოვანი და სერიოზული თემების მიმართ. ერთი წამით არ გამკვირვებია და ეჭვი არ შემპარვია, რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი პოზიცია ექნებოდა", - აცხადებს თინა ხიდაშელი.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ფარული მოსმენების საკითხზე პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს  განუცხადა, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ერთადერთი "რეფორმების ექსპორტში" ჰქონდა ჩავარდნა და "რესპუბლიკელებისა" და პრეზიდენტის აქტიურობით ისიც "ანაზღაურებულია".
"ერთადერთი ჩავარდნა, რაც ჩვენ გვქონდა, რეფორმების ექსპორტია. "ნაციონალური მოძრაობის" შემდგომ ეს მიმართულება, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. საქართველოში რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით, "ნაციონალები" კი გვარწმუნებდნენ, რომ ლამის ამაზე ცხოვრობდა საქართველო. დღეს "რესპუბლიკელების" და პრეზიდენტის აქტიურობით შეგვიძლია ეს ჩავარდნა ავინაზღაუროთ და რამდენიმე სიახლეს რეალიზება გავუკეთოთ. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ და იმედია, ამ ხუმრობას გაიგებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია