დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ონოფრიშვილი - არავის აქვს უფლება, უნივერსიტეტის თანხები თვითნებურად გამოიყენოს
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 17:30:03
იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ანგარიშები ხაზინაში გადადის, მათ კომერციული ბანკებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ , - აღნიშნულ განმარტებას საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აკეთებს.
ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დავით ონოფრიშვილი ხაზინის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. მისივე ცნობით, ხაზინის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც აპირებენ.
"უმაღლესი სასწავლებლების ანგარიშები ხაზინაში გადადის, თუმცა კომერციული ბანკებით სარგებლობის უფლება ეძლევათ. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ეს აღრიცხვიანობისა და კონტროლისთვის არის განსაზღვრული. შევთანხმდით, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საკითხში კიდევ ერთხელ ჩაიხედვას. უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდებიან ხაზინას, რათა ტექნიკურ დონეზე დაინახონ, თუ რა შესაძლო შეფერხებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ჩვენც ცალკე შევხვდებით ხაზინის ხელმძღვანელობას. ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები არ უნდა წარმოიქმნას, რადგან არავის აქვს უფლება, უნივერსიტეტის თანხები თვითნებურად ან სხვაგვარად გამოიყენოს. კომიტეტი შეეცდება, დაბალანსებული კანონი მივიღოთ, სადაც ყველა მხარის ინტერესი იქნება გათვალისწინებული", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ონოფრიშვილმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თანმდევი კანონპროექტები განიხილა. ერთ-ერთი ცვლილებით, იქმნება ერთიანი სახაზინო სისტემა, რომლის ფარგლებშიც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია და მათთან ერთად სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ექცევა. ამ თემაზე კომიტეტის სხდომაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით დებატები გაიმართა.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია