დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კანდელაკი - მინდია ჯანელიძემ პირველ მოადგილედ ნინო ბურჯნაძის პარტიის მმართველი საბჭოს წევრი დანიშნა
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 12:30:02
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე "რუსეთთან ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები" ინიშნებიან.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საკუთარ პირველ მოადგილედ ნინო ბურჯნაძის პარტიის მმართველი საბჭოს წევრი ლევან ღირსიაშვილი დანიშნა.
"ის ფაქტი, რომ იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ოფიციალურად გამოდის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩააბარეს სწორედ ნატო-სთან ურთიერთობები, ჩვენი უკიდურესი შეშფოთების საგანია. ცნობისთვის, ღირსიაშვილმა საზღვარგარეთ საკუთარი სამსახური 2013 წელს მიატოვა სწორედ იმისთვის, რათა ბურჯანაძის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისივე განცხადებით, ღირსიაშვილი არ არის მაღალ თანამდებობაზე დანიშნული ბურჯანაძის პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი.
"ამავე პარტიის დარბაზის წევრი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის დევნილი მთავრობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა. იგივე პარტიის წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა, ხოლო თეიმურაზ მურღულია გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ამომრჩევლებმა ხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში არა ნინო ბურჯანაძეს – ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ თანამოზარეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს მისცა.
"აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე, ოკუპანტის ოფიციალური პარტნიორის ფარულ ხელისუფლებაში მოსვლასთან თუ ამ პოლიტიკურ ძალასთან ქართული ოცნების დე ფაქტო შერწყმასთან", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია