დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე მთავრობას მიმართავს, რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა შესთავაზოს
ავტორი:
2014/დეკემბერი/03 15:00:03
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა შესთავაზოს. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, მათ შორის ევროპაშიც, მოიტანს სერიოზულ პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს და გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას.
"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, თუ როგორ იცავენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს გაბედული ლიდერები. თურქეთმაც კი, რომელიც არის ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ყველას აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის, ან სახელმწიფოთა ჯგუფის ინტერესები. სამწუხაროდ, საქართველოს არ ეღირსა გამბედავი და დამოუკიდებელი მთავრობა, რომლისთვისაც უპირველესი ჩვენი ქვეყნის ინტერესებია. მივმართავ მთავრობას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთს და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა! ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, მათ შორის ევროპაშიც. მოიტანს სერიოზულ პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს და რაც მთავარია, გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ეს პროექტი, ქვეყნის ჭკვიანი მმართველის პირობებში, გახდება საქართველოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარების სერიოზული შესაძლებლობა.
"ჩვენ ჩვენი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და არ უნდა შევწიროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ორ სუპერსახელმწიფოს შორის გავლენის სფეროებისათვის ბრძოლას. ყველა ის პოლიტიკოსი ვისაც ესმის პოლიტიკა და არ ასრულებს დაკვეთას გარედან, მიხვდება, რომ ეს ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ქართული ინტერესების უზრუნველყოფას", - აღნიშნა ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია