დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ავტორი:
2014/დეკემბერი/03 14:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაართან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქმიანობის მნიშვნელობა და დამკვირვებლების როლი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების აუცილებლობაზე, რადგან ის საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობას გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში.
შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით.
ტოივო კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა. იგი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია