დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ხუნდაძე - სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი კრიტერიუმები მეტად სამართლიანი იქნება
ავტორი:
2014/დეკემბერი/02 21:00:08
სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი კრიტერიუმები მეტად სამართლიანი, ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობილი იქნება, რაც რაიმე ტიპის სუბიექტურ შეფასებას გამორიცხავს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
ხუნდაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ახალი კრიტერიუმების მიხედვით მეტ სოციალურ დახმარებას ის პირები მიიღებენ, ვისაც დახმარება მეტად სჭირდება.
"სოციალურად დაუცველთა საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 420 000-დან 460 000-მდე გაიზრდება. მაგრამ შიდა გადანაწილებით მეტ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან ის პირი მიიღებს, ვისაც უფრო მეტად სჭირდება. თანხების დიფერენცირებაც მოხდება კონკრეტული შეფასების კრიტერიუმებით ქულათაAრაოდენობის მიხედვით – რაც მეტი იქნება ქულა, სოციალურად დაუცველი პირი მიიღებს ნაკლებ დახმარებას, ხოლო რაც ნაკლები იქნება ქულა, მიიღებს მეტ დახმარებას", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალურად დაუცველ პირთა შეფასების ახალი მეთოდოლოგია და კრიტერიუმები დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს გააცნო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია