დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უილიამ ლაჰიუ - საქართველოს მთავრობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, შეურთდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/02 16:30:03
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყურადღებით უნდა განიხილოს და თავად გადაწყვიტოს, შეურთდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
ამის შესახებ ლაჰიუმ ჟურნალისტებს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების თაობაზე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადების კომენტირებისა და იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, საქართველოც უნდა შეუერთდეს თუ არა სანქციებს.
"ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს მთავრობამ თავად უნდა გადაწყვიტოს და ყურადღებით განიხილოს. თუ შეხედავთ ნატოს, მის თითოეულ წევრ ქვეყანას აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, დაფუძნებული მის სუვერენულ ინტერესებზე. საქართველომაც, როგორც ნატო-ს ძლიერმა პარტნიორმა, იგივე პროცესი უნდა გაიაროს – თავად გადაწყვიტოს ეს საკითხი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ლაჰიუმ.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისადმი ახალი ქვეყნების მიერთების ინიციატივით გამოვიდა. როგორც იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მხარს უჭერს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და სურს, მას რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია