დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოსმენების შესახებ კანონის შეცვლის მოთხოვნით აქციები და მსვლელობები გაიმართება
ავტორი:
2014/დეკემბერი/02 15:30:09
კამპანია "ეს შენ გეხებაში" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პერმანენტულ აქციებსა და მშვიდობიან მსვლელობებს გეგმავენ. აქტივობების მიზანი მოსმენებთან დაკავშირებული კანონის გაპროტესტება და საზოგადოების ინფორმირება  იქნება.
კამპანიაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გამართულ შეხვედრაზე მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი შეაფასეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განუცხადა, მოსმენების კანონის წინააღმდეგ და საზოგადოების ინფორმირების მიზნით დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის პერფომანსების, ვორქშოფების მოწყობაც იგეგმება.
"მოსმენებთან დაკავშირებით შსს-ს დომინირება უნდა მორჩეს. ვიდრე სერვერი უწყებიდან არ გამოვა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შსს-ს მოსმენებზე სრული უფლებამოსილება კვლავაც რჩება. მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა აქტივობით ამ საკითხზე მოსახლეობის მობილიზებას მოვახდენთ. არაკონტროლირებული მოსმენების დასრულება მოსახლეობის დაკვეთა იყო. დაიწყება სხვადასხვა აქტივობა. სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით, თემების საზოგადოებრივი განხილვა, დისკუსიები. გაიმართება პერმანენტული აქციები, მშვიდობიანი მსვლელობები. ვფიქრობთ, აქციების მასშტაბი გეოგრაფიულად გავაფართოვოთ, რათა არ იყოს მხოლოდ თბილისში, არამედ მოსახლეობას ვამცნოთ, რა არის მოსმენები, რა პრობლემებს შეიცავს, რადგან კვლავაც ჩვენ გვისმენენ. ცალსახად ჩამოყალიბებული ვართ ამ კანონის წინააღმდეგ. ყველანაირად ვეცდებით, კანონი შევცვალით, ვესაუბროთ პოლიტიკურ ჯგუფებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, ყველას ჩართულობით მოვახერხოთ ამ პრობლემის გადაჭრა", - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში არასამათავრობოების შეხვედრას, რომელიც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ესწრებოდნენ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი თინათინ ბოლქვაძე," საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (Sida) დირექტორი ზვიად დევდარიანი.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქმედო გეგმის შესახებ ხვალ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია