დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ვიცე პრემიერის პოსტზე უარი თქვა
ავტორი:
2014/დეკემბერი/01 22:00:02
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ვიცე პრემიერის პოსტზე უარი თქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, სააკაშვილმა უკრაინის ვიცე პრემიერობაზე უარი საქართველოს მოქალაქეობის გამო თქვა. "იმისათვის, რომ მიიღო თანამდებობა უკრაინის მთავრობაში, კონსტიტუციით, უნდა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. უკრაინის მოქალაქეობის მიღება ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობაზე ავტომატურად უარის თქმას. თუ მე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ეს ავტომატურად საქართველოს კიდევ დიდი ხნით დატოვებას ნიშნავდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის ხელისუფლებას შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა. "მე მადლობელი ვარ შემოთავაზებებისთვის, მაგრამ არსებობს მოცემულობა, ყველას თავისი მისია აქვს ცხოვრებაში. ჩვენ არ დაგვიმთავრებია საქართველოში ჩვენი განვითარების, აღმშენებლობის ის ეტაპი, რომელიც იყო. ბევრი დრო დავკარგეთ და ბევრი დარჩა გასაკეთებელი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია