დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზვიად ძიძიგური პრეზიდენტს მოუწოდებს, დღესვე განაცხადოს მოაწერს თუ არა ხელს ვეტოდაძლეულ კანონს
ავტორი:
2014/ნოემბერი/30 16:00:03
უმრავლესობის წევრი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური პრეზიდენტს მოუწოდებს, მოსმენებთან დაკავშირებით ვეტოდაძლეულ კანონზე დღესვე მოაწეროს ხელი ან დღესვე განაცხადოს, რომ არ მოაწერს ხელს.
როგორც ძვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ. მისივე თქმით, პრეზიდენტის დროული პასუხის შემდეგ, თუ ის ხელს არ მოაწერს, ასეთ შემთხვევაში უკევ შესაძლებლობა იქნება კანონი ამოქმედდეს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ. "ეს იქნება სახელმწიფოებრივი და სწორი გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან", - განაცხადა დეპუტატმა.
ძიძიგურის თქმით, თვითონ ვეტოს რაც შეეხება, დღეს პარლამენტში ითქვა, რომ ეს ვეტო ძალიან ჰგაქვს ვეტოს ვეტოსთვის. "მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ვინაიდან ვეტოს დადების ლოგიკა იქნებოდა იმაში, რომ ბატონი პრეზიდენტი დათანხმებოდა ან არასამთავრობოების ან "რესპუბლიკელების" მიერ წარმოდგენილ ვერსიას.
ისე, მოხერხება უნდა იმას, გამოაგზავნო ისეთი შენიშვნები, რომელიც პრაქტიკულად პარლამენტში არსებული 11 ფრაქციიდან ყველასთვის მიუღებელია", -განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" და "რესპუბლიკელების" გამოსვლებში მოისმინა, რომ ვეტოს დადების მომენტი პოზიტიურია. "ჩემი აზრით უფრო ტაქტიკური პოლიტიკური ნაბიჯია ჩვენი კოლეგების მხრიდან, თორემ პრინციპი, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ, რომ შსს-ს არ უნდა დარჩენოდა ე.წ. გასაღები, იგივე დატოვა ბატონმა მარგველაშვილმა", -განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ამ ვეტოს დადებაში ერთგარი ხელოვნურობის ელემენტები შეინიშნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია