დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნადირაშვილი კვერენჩხილაძეს - როგორ მოახერხეთ, რომ თქვენივე ვეტოს მერე კიდევ უფრი მეტი გაურკვევლობა დარჩა
ავტორი:
2014/ნოემბერი/30 14:00:27
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს იმედების გაცრუება ეხერხება , - ამის შესახებ ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის შეთავაზებებს კანონმდებლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აცნობს.
"ჯერ ბიძინა ივანიშვილი ჩიოდა ამაზე. მე ვერ გეტყვით, რომ ოდესმე მარგველაშვილის იმედზე ვიყავი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა, რომ შეეცდებოდით მაინც ამ საკითხის მოგვარებას.
სინამდვილეში, დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც თქვენ შემოიტანეთ პრაქტიკულად ისეთი შენიშვნები, რომელიც ჩემთვის არ განსხვავდება არანაირად ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტისგან", - მიმართა ნადირაშვილმა კვერენჩხილაძეს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ისეთი შენიშვნები შემოიტანა, რომლებმაც კიდევ უფორ მეტი შეკითხვები გააჩინა, ვიდრე არსებობდა.
"მთავარი საკითხი - ე.წ. შავი ყუთი, სერვერი, რჩება შსს-ში თუ გადის სადმე, ამაზე არ არის გამიჯნული პასუხები და არ არის პრეზიდენტის პოზიცია გამოკვეთილი.
როგორ ვერ მოახერხეთ, რომ ძალიან მკვეთრად ჩამოგეყალიბებინათ პოზიციები, როგორ მოახერხეთ ამის გაკეთება, რომ თქვენივე ვეტოს მერე კიდევ უფრი მეტი შეკითხვა და გაურკვევლობა დარჩა", - განაცხადა ნადირაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია