დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე საიას 20 წლის იუბილეს დაესწრებიან
ავტორი:
2014/ნოემბერი/29 17:00:03
საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საიადან აცნობეს, ხვალ, 19:00 საათზე, სასტუმროში ,,შერატონ მეტეხი პალასი" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას გამართავს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის, მთავრობის, სასამართლო ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები.
საზეიმო მიღებამდე კი ხვალ, 10:30 საათზე, სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" რიგით XXI საერთო კრებას გამართავს.
საერთო კრებაზე მოხდება ასოციაციის 2014 წლის ანგარიშის წარდგენა და 2015 -2019 წლების სტრატეგიის დამტკიცება.
ღონისძიებაზე ტრადიციულად საია-ს გამგეობის ახალი წევრების ასარჩევად არჩევნები ჩატარდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია