დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტის ალტერნატიული შენიშვნები პარლამენტში ჯერ არ შესულა
ავტორი:
2014/ნოემბერი/29 16:00:03
დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტში, პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი თავის შენიშვნებთ ჯერ არ შემოსულა. როგორც უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის აპარატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მუდმივი კომუნიკაციაა და როგორც ცნობილია, დოკუმენტი მომზადების პროცესშია.
"ჩვენ დღის წესრიგში მას შემდეგ შევიტანთ საკითხს, როდესაც ის იქნება დადგენილი წესით პარლამენტში შემოსული. ამ შემთხვევაში ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების შედეგად შექმნილ დოკუმენტებს. პრეზიდენტის ვერსია-მოსაზრებები უნდა იყოს ნორმატიული ფორმით წარმოდგენილი, თუ რა ვერსიებს გვთავაზობს კონკრეტულ კანონპროექტებში. ამ წუთის მდგომარეობით, მსგავსი დოკუმენტი პარლამენტში ჯერ არ შემოსულა. პარლამენტის აპარატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არის კომუნიკაცია და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს დოკუმენტი მომზადების პროცესშია. თანამედროვე კომუნიკაციების პირობები, ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დოკუმენტის გაფორმებისთანავე, შეგვიძლია ეს დოკუმენტი მივიღოთ. ასე, რომ პარლამენტის მხრიდან ყველა ზომაა მიღებული, რომ დროის დაუკარგავად მოხდეს შემდგომ განსახორციელებელი პროცესები. ამასთანავე, სანამ დოკუმენტი არ შემოვა, პროცედურებს ვერ დავიწყებთ. ასევე პირველი დეკემბერი არის ორშაბათი და დღეს ან ყველაზე უარეს შემთხვევაში ხვალ, ამ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია