დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლომჯარია დავით უსუფაშვილისგან "უფრო მეტ პრინციპულობასა და თანამიმდევრულობას" ელოდება
ავტორი:
2014/ნოემბერი/29 15:00:03
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისგან "უფრო მეტ პრინციპულობასა და თანამიმდევრულობას ელოდება".
"პარლამენტის თავმჯდომარისგან უფრო მეტ პრინციპულობას და უფრო მეტ თანამიმდევრულობას ველოდები. მე ვფიქრობ, რომ მისთვის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ვარიანტი უფრო მეტად უნდა იყოს მისაღები, ვიდრე ის, რაც პარლამენტმა მიიღო. კარგი და უფრო სწორი იქნება, თუ პარლამენტი ამ ვერსიაზე იმსჯელებს და ვეტოს არ გადალახავენ", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
როგორც ცნობილია, კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ამასთან, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია, იმ კანონპროექტს მოაწეროს ხელი, რომელსაც პრეზიდენტი ხელს არ აწერს. თუმცა, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, მაშინ თეორიულად არსებობს ვერსია, რომ ხელი მოაწეროს ვიცე სპიკერმა, ან არავინ არ მოაწეროს და ვერ შევიდეს ძალაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია