დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის სხდომის დაწყებამდე დეპუტატები ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის გაცნობას შეძლებენ
ავტორი:
2014/ნოემბერი/28 13:00:02
პლენარულ სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, დეპუტატები ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის შესულ ცვლილებებს  გაეცნობიან. ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა მოითხოვა,   დეპუტატებს კანონპროექტში ცვლილებების გაცნობისთვის ერთი საათი მიეცეთ, რასაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ დაეთანხმა.
ბესელიას თქმით, პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
როგორც ბესელიამ სხდომაზე განაცხადა, მეორე მოსმენისთვის კანონპროექტის ტექსტი მზად უკვე გუშინ ღამე იყო და დეპუტატებს მისი გაცნობისთვის საკმო დრო ქონდათ.
"დროულად უნდა ვიმუშაოთ, რათა პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს მას. პროექტის მუხლობრივი განხილვის დროს, რისი გათვალისწინებაც იქნება შესაძლებელი, მზად ვართ, წინადადებები გავითვალისწინოთ, თუკი ეს პრინციპებს არ ეხება", - განაცხადა ბესელიამ, რომელსაც თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.
ხიდაშელის თქმით, დეპუტატებს პროექტის გასაცნობად ერთი საათი მაინც მიეცით, ან უნდა ითქვას, რომ ალტერნატიული წინადადებების შემოტანა პარლამენტში აკრძალულია.
"ან 24 საათიანი პროცედურას გავყვეთ და ტექსტი ჩაგვბარდეს, ან ერთსაათიანი პროცედურით წავიდეთ, რათა საშუალება მოგვეცეს ნორმალურად გავეცნოთ შეცვლილ პროექტს", - დასძინა ხიდაშელმა.
საბოლოოდ, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებით, დეპუტატებს ცვლილებების გასაცნობად 30 წუთი გამოეყოთ.
პარლამენტის სხდომა 12.30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დეპუტატებს ჯერ რეგისტრაცია არ გაუვლიათ.






.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია