დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძალიან დიდია
ავტორი:
2014/ნოემბერი/27 21:30:02
ძალიან დიდია გავლენა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედს" აშშ-დან ჩართვისას განუცხადა.
მისი თქმით, ეს პრობლემა ორი წლის განმავლობაში არა შემცირდა, არამედ პირიქით - გაიზარდა. "ვაშინგტონში ჩემი შეხვედრების მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში დიდი შანსი აქვს იმ რეფორმებისა და პროექტების განხორციელების, რომელიც დაწყებულია. უბრალოდ, არის დიდი პრობლემები, რომელიც ყველა ხელისუფლებას აქვს. ჩვენთან ეს პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ ძალიან დიდია გავლენა არაფორმალური მართვის სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე. ეს პრობლემა ორი წლის განმავლობაში არ შემცირდა და პირიქით - გაიზარდა. ამაში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. ვინც არ უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე", - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, მთავრობაში ყოფნის დროს ამ პრობლემის თაობაზე ის მუდმივად საუბრობდა. "ჩემი მთავრობაში ყოფნის დროს, მაღალი თანამდებობის პირებთან, ჩემს ხელმძღვანელებთან ეს საკითხები დაყენებული იყო და ამას სჭირდებოდა შიგნიდან საკითხების გადაწყვეტა. ახლა, როდესაც აღარ ვართ "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციის წევრები, ჩვენი ამოცანაა, კონკრეტული პრობლემები საზოგადოებას წარვუდგინოთ. საზოგადოების დიდი ნაწილი ამას თავადაც გრძნობდა. ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებზე, არამედ პორობლემის გადაწყვეტაზეც ვსაუბრობთ. ერთადერთი გზა არის ინსტიტუტების გაძლიერება და არა პიროვნული გავლენები", - განაცხადა თავდაცვის ექსმინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია