დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აკაკი მინაშვილისა და მერაბ კაჭახიძის გასაშველებლად მანდატური გახდა საჭირო
ავტორი:
2014/ნოემბერი/27 21:00:02
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი და დეპუტატი მერაბ კაჭახიძე დაუპირისპირდნენ.
სიტუაციის განსამუხტად მანდატური გახდა საჭირო. მათ დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს, თუმცა, სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგ დარბაზის გარეთ გაგრძელდა. საბოლოოდ მანდატურებმა დეპუტატების დამშვიდება შეძლეს.
დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივად განხილვისას მოხდა. სხდომაზე მერაბ კაჭახიძემ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ავადმყოფი უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის კომიტეტის სხდომა დასრულებულია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია