დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - რამდენიმე თვეში უნდა განხორციელდეს პრინციპული სამუშაოები, რომელიც ევროკავშირთან დაგვაახლოებს
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 12:30:03
ჩვენ გვაქვს შესასრულებელი ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში ბევრი რეფორმა უნდა განახორციელოს.
"ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს წინ იმ დღის წესრიგის ფარგლებში, რომელიც სულ ახალახან ხელმოწერილმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებამ განსაზღვრა. ჩვენ გვაქვს შესასრულებელი ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, გვაქვს განსახორციელებელი ბევრი რეფორმა. ასევე ვემზადებით, რომ მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვიზიტის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება. ძალიან პრინციპული სამუშაოები, რომელიც დაგვაახლოებს ევროკავშირთან, ამ რამდენიმე თვეში უნდა განხორციელდეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ამ მიმართულებით ლატვიის გამოცდილება უნიკალურია, რის კონტექსტშიც, ლატვიას შეუძლია ბევრი რამ გაუზიაროს მსგავსი სიდიდის და მსგავსი ისტორიის ქვეყნებს.
"ლატვიას შეუძლია გაუზიაროს მსგავსი სიდიდის და, პრინციპში, მსგავსი ისტორიის ქვეყნებს, თუ როგორც გადავდგათ უმტკივნეულოდ ნაბიჯი წინ, ევროკავშირისკენ. გამოცდილების გაზიარების პარალელურად, ჩვენ ასევე ვამყარებთ ლატვიასთან კიდევ უფრო ახლო კავშირებს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის ხელშეკრულებები, რომელიც ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროებსა და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროებს შორის უნდა გაფორმდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია