დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პაატა ზაქარეიშვილი აფხაზურ საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/27 18:30:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზურ საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება.
"დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. 27 ოქტომბერს აღინიშნება აფხაზური ენის დღე, ენისა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. მინდა აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს გულწრფელად მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე. აფხაზური ენა მდიდარი აფხაზური კულტურის უნიკალური მონაპოვარია. აფხაზური და ქართული კულტურა მონათესავე, ახლო კულტურები არიან. აფხაზებს, როგორც საქართველოს ავტოქტონ მოსახლეობას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჩვენ საზოგადოებაში და ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე დიდი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აფხაზური ენის, როგორც საერთო კულტურული მემკვიდრეობის, დაცვა და განვითარება საქართველოს სახელმწიფოს საკუთარ ურყევ ვალდებულებად მიაჩნია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია