დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უშიშროების საბჭო სხდომა 28 ოქტომბერს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/27 17:00:02
უშიშროების საბჭო სხდომა 28 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის ნაცვლად პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოს აპარატში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, აღნიშნული პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა.
"26 ოქტომბერს გაიმართა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება 28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში", - აღნიშნეს უშიშროების საბჭოს აპარატში.
უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტმა გასულ კვირას მოიწვია. როგორც თავდაპირველად იყო გადაწყვეტილი, ის მთავრობის ადმინისტრაციის მე-7 სართულზე, უშიშროების საბჭოს აპარატის სათათბირო დარბაზში უნდა გამართულიყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია