დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ სანიკიძე - სოფელ მოხეს მოსაზღვრე სოფლებში სასწავლო პროცესის აღდგენა დაიწყო
ავტორი:
2014/ოქტომბერი/27 15:30:03
თამარ სანიკიძის ინფორმაციით, ადიგენის რაიონში სოფელ მოხეს მოსაზღვრე სოფლებში სასწავლო პროცესის აღდგენა უკვე დაიწყო.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრება სრული არ არის, თუმცა მათი რაოდენობა მატულობს.
"სრული დასწრება არ არის, მაგრამ ნელ-ნელა უმჯობესდება. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი, პედაგოგები ადგილზე არიან, მოსწავლეების დასწრება ნელ-ნელა მატულობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში საგანმანათლებლო პროცესი სრულად აღდგება", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
რამდენიმე დღის წინ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს მოსაზღვრე სამ სოფელში სასწავლო პროცესი შეფერხდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმებმა ერთ-ერთი შენობის დემონტაჟი გააპროტესტეს, სადაც, მათივე თქმით, ადრე მეჩეთი იყო. პოლიციამ დაპირისპირების დროს 14 ადამიანი დააკავა. ადგილობრივი ხელისუფლება შენობაში მეჩეთის ფუნქციონირებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული შენობის განახლების შემდეგ იქ ბიბლიოთეკა განთავსდება.
ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად მუსლიმმა ოჯახებმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია