დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე ესტონელ დეპუტატებს შეხვდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/27 14:00:02
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ესტონეთის რიიგიკოგუს (პარლამენტის) ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრები მიიღო.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი იყო.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.
"ესტონეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ძალიან აქტიური მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ამ მიმართულებით. ამიტომ მნიშვენლოვანია ასეთი ტიპის ურთიერთობები, განსაკუთრებით საპარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაფართოვება და გაღრმავება. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. მალე იგეგმება ესტონეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი და წინასწარ, სწორედ პარლამენტებს შორის ასეთი გაცვლითი ვიზიტები მნიშვნელოვანია", - განაცხადა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია