დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/25 21:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 ოქტომბერს საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. აღნიშნულის შესახებ დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლისაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა ალექსი პეტრიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ 2 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა.
"27 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოების წინაშე წარსდგება ჩვენი საქმიანობის შესახებ ორწლიანი ანგარიშით. ძალიან ბევრი სასიკეთო გვაქვს მოსაყოლი და შესაბამისად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ამაზე შინაარსობრივად დატვირთულ მოხსენებას", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
"რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, პირველი ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მთავრობის და პოლიტიკური ძალის მიერ განსახორციელებელ გეგმებს. შემუშავდება სტრატეგია და შესაბამისი გეგმა და მთავრობის შესაბამისი უწყებების მხრიდან კოორდინაციაში იქნება საქართველოს პარლამენტთან. პრემიერ-მინისტრმა პოლიტსაბჭო ჩააყენა საქმის კურსში უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან, დავალებებთან და მათ რეალიზებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, სხდომაზე გაკეთდა მოხსენება ასოცირების შეთანხების რატიფიცირების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია