საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 27-29 ოქტომბერს ბელგიაში მიემგზავრება, სადაც 28 ოქტომბერს ქალაქებში - ნიუპორტსა და იპრესში პირველი მსოფლიო
ომის მეასე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ ღონიძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ზიგფრიდ ბრაკთან, ბელგიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ევროპის საქმეთა მინისტრ დიდიე რეინდერსთან.
დავით უსუფაშვილი საქართველოში 29 ოქტომბერს დაბრუნდება.
წყარო:
interpressnews.ge