დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - რუსეთს მოვუწოდებთ, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაიცვას
ავტორი:
2014/ოქტომბერი/24 15:00:02
მიდგომა, რომელიც ქვეყანას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით გააჩნია, უცვლელია , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა.
ზალკალიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ჟენევის ფორმატი დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაიბარა, ე.წ. წითელ ხაზებთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომის მოლიდინი გაჩნდა.
"თავიდან ჟენევის მოლაპარაკებების სხვა მონაწილეთა მხრიდან იყო მოლოდინი, რომ ახალ ხელისუფლებას გარკვეულწილად უფრო ლიბერალური მიდგომა ექნებოდა ე.წ. წითელ ხაზებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან საუბარია საერთაშორისო ვალდებულებაზე, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ჩვენ ამ ვალდებულების ერთგული ვრჩებით და მეორე მხარეს, რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, რომ დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აიღო", - განაცხადა ზალკალიანმა დეპუტატებთან შეხვედრისას.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეა მიწვეული.
საუბრის მთავარი თემა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო ორი რაუნდი და მასთან დაკავშირებული საკითხებია.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია