დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნაძალადევის გამგეობა - სისტემაში გამგებლის ცოლის ძმის მუშაობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია
ავტორი:
2014/ოქტომბერი/24 14:30:02
ნაძალადევის რაიონის გამგეობა ზაზა გაბუნიას ცოლის ძმის გამგეობაში მუშაობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნაძალადევის გამგეობიდან აცნობეს, ორგანიზაცია "მედიატორის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გაბუნიას ძოლისძმა გიორგი შავლაძე გამგეობაში დასაქმდა, არასწორია.
"რაიონში ახალი გამგებლის მოსვლისას, გადმობარების პროცესის მიმდინარეობისას, მხოლოდ და მხოლოდ გადმობარების პროცესის სწორად წარმართვისთვის გიორგი შავლაძე როგორც გამოცდილი ფინანსისტი დაინიშნა არა რაიმე თანამდებობაზე, არამედ შტატგარეშე მოსამსახურის სახით და ორი კვირით გაუფორმდა ხელშეკრულება. გიორგი შავლაძემ გადმობარების პროცესის დასრულებისთანავე დატოვა დაკავებული თანამდებობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ შტატგარეშე მოსამსახურის ხელშეკრულების ფუნქციაც სწორედ ასეთია და ის ფორს-მაჟორულ ან გადაუდებელი საჭიროებისას გამოიყენება, რასაც ადგილი ჰქონდა ახალი ხელმძღვანელის მოსვლისას და ფინანსური ანგარიშების შესწავლისას, რაც ნდობით აღჭურვილი პირების მიერ განხორციელდა", - აცხადებენ გამგეობაში.
ნაძალადევის გამგეობა იმ "მანკიერ ტრადიციებზეც" საუბრობს, რაც მათი განცხადების მიხედვით ადგილზე მისვლისას დახვდათ.
"გიორგი შავლაძე არ მუშაობდა, რაიმე თანამდებობაზე. ის, კონკრეტული ამოცანის (გადმობარების პროცესის) უზრუნველსაყოფად ორი კვირით იყო შტატგარეშე მოსამსახურე, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის იმ მაღალჩინოსნებისგან, რომელთა უახლოესი ნათესავები წამყვან თანამდებობებზე მუშაობდნენ და ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდნენ გამგეობაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე. საჭიროების და დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ ამ პირთა ნათესაური კავშირების და თანამდებობრივი პოზიციების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. ხოლო მონიტორინგის ცენტრს ვთავაზობთ ასეთივე საინფორმაციო ბრიფინგი ჩვენგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წინა ხელისუფლების იმ მანკიერი ტრადიციების შესახებ მოაწყოს, როდესაც ზემოთ ხსენებული ინფორმაციის თანახმად ყოფილი ხელისუფლების ოჯახის წევრთა დანიშვნა ხელმძღვანელ პირებად ხდებოდა", - აღნიშნულია გამგეობის განცხადებაში.
"მედიატორმა" თვითმმართველობებში მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ნეპოტიზმის შემთხვევებს ასახავს. ორგანიზაციის ცნობით, ნაძალადევის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მისი ცოლის ძმა ნაძალადევის რაიონში გამგეობაში დაასაქმა, თუმცა - ხელშეკრულებით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1400
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია