დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/23 10:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისადმი მესიჯების გაგზავნის ფაქტს გმობს. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდა.
"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დეპუტატი მინაშვილი მუქარის მესიჯებს და შეურაცხმყოფელ სიტყვებს სწერდა მოსამართლეს, რომელმაც ბაჩო ახალაიას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ყოვლად დასაგმობი და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება, ის სათანადოდ შეისწავლონ. სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა პრემიერმა.
საქალაქო სასამართლომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზულუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ.
ამის შემდეგ, აკაკი მინაშვილმა მოსამართლისადმი გაგზავნილი მესიჯი გაასაჯაროა.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს "მოსამართლე" ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ - "ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ!", - ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!" , - განაცხადა მინაშვილმა.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია