დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/22 16:00:02
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი , ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების საკითხზე და ხაზი გაესვა ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო 2015 წელს ლატვიაში, რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს.
ჩეხეთის მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ჩეხეთის ხელისუფლების მზაობა უახლოეს პერიოდში მოახდინოს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, ამასთან, ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებენ ამ პროცესის დაჩქარებისკენ.
"განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ჩეხი პარლამენტარების განცხადებით, ვიზიტის დროს გამართულმა შეხვედრებმა ნათლად აჩვენა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმება აფხაზეთის ანექსიის მცდელობაა და წარმოადგენს გამოწვევას ნატო-ს, ევროკავშირისა და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის", - ნათქვამია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1339
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია