დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/21 19:00:02
იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართული და ადგილობრივი მედიის 30-მდე წარმომადგენელს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს ვიზიტის შესახებ ესაუბრა და დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველო-იაპონიის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს დაუთმო და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც. ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპული კურსი იყო.
"ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია და ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაც ამ აგრესიის დროს, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მხრიდან და ეს აგრესია იქნა შეჩერებული. ამავდროულად, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მსოფლიოსგან, მათ შორის, იაპონიისგან. ასევე ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩაბმულობა უკრაინის კრიზისის მიმართულებითაც. მაგრამ ქართული გამოცდილებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული მდგომარეობა უცვლელია. დიახ, ჩვენ გვქონდა მტკიცე მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მხრივ, მაგრამ ვერც ერთობლივად მოვახერხეთ, ბოლომდე მიგვეყვანა ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი. ომის პერიოდში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ძალიან მაღალ დონეზე იდგა საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, მაგრამ შემდგომში საერთოდ გაქრა საერთაშორისო განხილვის თემატიკიდან. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ საქმე არა მხოლოდ რეაგირებაშია, არამედ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებების სიმტკიცეში, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ წლების განმავლობაში საკითხმა არ დაკარგოს აქტუალობა. ვფიქრობ, ძალიან მარტივია აუხსნა ეს ისეთ მტკიცე და ერთგულ ერს, როგორიც იაპონელი ხალხია, რადგან მათ კარგად იციან, რამდენად დიდი ძალა აქვს სიმტკიცეს. ასე რომ, 2008 წლის შემდეგ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა რომ ყოფილიყო, ჩვენ არ მივიღებდით უკრაინას და ახლა უკვე საქართველოს ანექსიის გაგრძელებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1186
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია