დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი გერმანიის მიერ საქართველოს სარისკო ქვეყნების ჯგუფში შეყვანის მიზეზებს განმარტავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/21 13:00:02
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ შეიყვანა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო სარისკო ქვეყნების ჯგუფში.
როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ასეთი ტიპის განცხადებებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები, ყოველწლიურად ავრცელებენ და როგორც ზალკალიანი აცხადებს, ამაში საგანგაშო არაფერია.
"თუკი თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში გამოთქმულ პოზიციას, დიდ განსხვავებას ვერ დაინახავათ იგივე პოლონეთთან, რუმინეთთან, ასევე საფრანგეთთან მიმართებაში. ანუ სიაში არის ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, სადაც მსგავსი ტიპის განცხადებები მათთან მიმართებაშიც არის გამოთქმული", - განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს სარისკო ქვეყნების სიაში შეყვანა, მნიშვნელოვანად განაპირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმა სიტუაციამ და იქ არსებულმა უკონტროლო პროცესებმა, რომელსაც საქართველოს ცეტნრალური ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს. აქედან გამომდინარე, ზალკალიანი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის.
"მეორე მიზეზი ასევე შემიძლია დაგისახელოთ, ძალიან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ პრესაში სვანეთში მომხდარ ინციდენტს, როდესაც რამდენიმე გერმანელი ტურისტი დააყაჩაღეს. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ძალიან სერიოზული აჟიოტაჟი გერმანულ პრესაში. ჩვენი ვარაუდით და ინფორმაციით, დიდწილად სწორედ ამით არის განპირობებული აღნიშნულ სიაში საქართველოს მოხვედრა", – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველას, განსაკუთრებით იმ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში ტურისტების და ვიზიტორების უსაფრთხოების კუთხით, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი ამ მიმართულებით.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია