დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვლადიმერ გურგენიძე - იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობაში საქართველოს ცნობადობის გაზრდის კუთხით იმუშავებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/21 09:30:02
იაპონიის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობაში საქართველოს ცნობადობის გაზრდის კუთხით იმუშავებს, - ამის შესახებ ტოკიოში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და იაპონიის სახელმწიფო მინისტრ მინორუ კიუჩის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძემ განუცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, შესაბამისი პირობა იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე დადო.
"სახელმწიფო მინისტრმა ქართულ დელეგაციას აღუთქვა, რომ იაპონიის მხარე გააქტიურებს მუშაობას ტურიზმის კუთხით, რათა საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს და უფრო მეტი იაპონელი ტურისტი ეწვიოს ჩვენს ქვეყანას. ეს რიცხვი დღეს არ არის იმდენად შთამბეჭდავი, თუმცა დინამიკა არის საკმაოდ პოზიტიური", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვლადიმერ გურგენიძის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს იქნება განხილული, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობაა.
"ქართულ-იაპონური ბიზნესკავშირები დღეს საკმაოდ ჩამოყალიბებულია. ეს ყველაფერი კარგ ნიადაგს ქმნის, რომ შემდგომშიც ახალი პროექტები განხორციელდეს. არსებობს ბევრი ფორმატი, სადაც შეიძლება ამ საკითხებზე საუბარი და ჩვენ ყველა გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი აუცილებლად იყოს დღის წესრიგში წარმოდგენილი", - აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია