დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს ჩეხეთის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ეწვევიან
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 19:00:02
თბილისში ვიზიტით ჩეხეთის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ჩამოდიან. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილთან გაიმართება. ხვალვე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძესთან, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან.
დელეგაციის წევრები 22 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ თეა გოგუაძეს და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს შეხვდებიან.
ასევე ჩეხი დეპუტატები დაათვალიერებენ ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერს, იაშვილის კლინიკაში კი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობელთა სახლის დირექტორს შეხვდებიან.
დელეგაცია საქართველოდან 24 ოქტომბერს გაემგზავრება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია