დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - საზოგადოების ყველა რგოლი უნდა ჩაერთოს ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარებაში
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 16:30:02
ჩვენ ვიზიარებთ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმულ მტკიცე ხედვას და მივიჩნევთ, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტი და ყველა რგოლი უნდა ჩაერთოს ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
"ოჯახური ძალადობა გახლავთ პრობლემა, რომელიც ქვეყნისთვის აქტუალური და სერიოზულია, ამავ დროს თითოეული ისტორია თავისთავად საშინელია. ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატებს გვაქვს კონკრეტული პროგრამები, რითაც ვეხმარებით საქართველოში სამართალდამცველ ორგანოებს და სასამართლოს წარმომადგენლებს, ამით ვეხმარებით ქართულ საზოგადოებას, რომ გაუმკლავდეს ამ პრობლემას. მე შეგახსენებთ, რომ ნოემბრის თვეში გაერო-ს ეგიდით იმართება ღონისძიება "16 დღე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ". ეს არის ისეთი პრობლემა, რომელიც ყველა საზოგადოებისთვის აქტუალურია, ყველა საზოგადოება განიცდის და თითოეული საზოგადოება სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ თემას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ პოლიციელი არის დაჭრილი, რომელიც კვლავ საავადმყოფოში იმყოფება.
"ჩვენ ვიზიარებით პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმულ მტკიცე ხედვას და მივიჩნევთ, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტი, ყველა რგოლი უნდა ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში და გამოსავლის მოძიებაში. ამერიკის შეერთებული შტატები რეგულარულად მართავს ტრენინგებს და სემინარებს დაინტერესებული მხარეებისთვის და დღეს მქონდა შეხვედრა სამართლადამცველი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბუდაპეშტში გამართულ სემინარზე, რომლის ერთ-ერთი თემა სწორედ ოჯახური ძალადობა იყო", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია