დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ყველა პიროვნება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად კანონის ფარგლებში პასუხს აგებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 15:00:02
სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია და ყველა პიროვნება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად კანონის ფარგლებში აგებენ პასუხს , - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასეთი მკვლელობები წინა ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი იყო, რომელშიც ღიად თუ ფარულად, მაშინდელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.
"ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა ძალიან მძიმე ტრაგედია იყო. ასეთი მკვლელობები ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან ბევრი იყო წინა ხელისუფლების დროს, რომელშიც ღიად თუ ფარულად მაშინდელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა, თუმცა სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია და ყველა პიროვნება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე, აუცილებლად კანონის ფარგლებში აგებენ პასუხს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია