დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მაკა წივწივაძის მკვლელობას გამოეხმაურა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 14:30:02
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ლექტორ მაკა წივწივაძის მკვლელობას გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ქართული ბიურო ავრცელებს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მაკა წივწივაძის ტრაგიკული სიკვდილი შეგვახსენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა.
"ჩვენ არ გვაქვს მისი უგულებელყოფის უფლება. ეს არის პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოში ბევრ რთულ გამოწვევას წარმოშობს", - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, სტამბოლის ევროპული კონვენცია არის გარდამტეხი ინსტრუმენტი, რომელიც შეიცავს ხედვას ქალებისთვის ევროპასა და მთელ მსოფლიოში ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის.
"ვიწონებ საქართველოს მიერ სტამბოლის 2014 წლის ივნისის კონვენციის ხელმოწერას და მხარს ვუჭერს საქართველოს ძალისხმევას - შეუერთდეს ევროსაბჭოს იმ 15 ქვეყანას, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია", - აღნიშნა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ლექტორი მაკა წივწივაძე ილიას უნივერსიტეტში ყოფილმა მეუღლემ გასულ კვირას მოკლა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია