დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვანო მაჭავარიანი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 10:30:02
საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა , რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.
როგორც ვანო მაჭავარიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის.
"ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის - შეერთებულ შტატებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მაშინ შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან მთავრობამ არ მოინდომა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა და ის ჩაიშალა.
"მაშინ შეხვედრა არ მოხერხდა, რადგან მთავრობამ არ მოინდომა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა და ის ჩაიშალა. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. დღეს კი სხვა ვითარებაა, მდგომარეობა გართულდა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის ორგანიზება ძნელია, თუმცა თუ პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვებიან, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება. ეს აუცილებელიცაა, რადგან რუსეთმა სოხუმთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშკერულების გაფორმება გადაწყვიტა", - განაცხადა მაჭავრიანმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია