დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 16:30:02
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით შექმნილი სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი დამტკიცდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სამოქმედო გეგმა კოორდინირებული მუშაობისა და შენიშვნების გათვალისწინებით შექმნა.
აღნიშნული დოკუმენტი გაწერილია 2014-2020 წლებზე და ფარავს ახალგაზრდული პოლიტიკის ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას: 1. მონაწილეობა; 2. განათლება, დასაქმება და მობილობა; 3. ჯანმრთელობა; 4. სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა.
სამოქმედო გეგმა მოიცავს ახალგაზრდული პოლიტიკის ამოცანების შესასრულებლად საჭირო კონკრეტულ და დროში გაწერილ პროგრამებსა და ღონისძიებებს, პროგრესის ინდიკატორებს, ბიუჯეტსა და პასუხისმგებელ უწყებებს.
სამოქმედო გეგმა მოიცავს 208 პროექტს, რომლებიც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით, მუშაობს ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე. ამ პარტნიორობის შედეგად შეიქმნა "სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი", რომელიც საქართველოს მთავრობამ N 553 განკარგულებით, 2014 წლის 2 აპრილს დაამტკიცა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის № 112 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიერ გაწეული სამუშაოების ფარგლებში შეიქმნა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია