დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებულ თათბირს მართავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 14:00:02
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომის შემდეგ გაფართოებულ თათბირს მართავს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, თათბირზე, რომელიც საგარეო პოლიტიკური საკითხის განხილვას დაეთმობა, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად უცხოეთში აკრედიტებული ელჩებიც არიან მიწვეული.
თათბირს ესწრებიან პარლამეტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამეტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და სხვა დეპუტატები, ასევე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია.
გაფართოებულ თათბირამდე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია